კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ტვ პირველი“ მიუღებელი ტერმინოლოგიის გამოყენებისა და მიუკერძოებლობის სტანდარტის დარღვევის მიზეზით 5 000 ლარით დააჯარიმა.
უწყების პრეტენზია უკავშირდება ეთერში გამოყენებულ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“, „ჩეჩნური ტიპის რაზმი“ და „აქტივისტებზე ნადირობა“.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გადაწყვეტილებას მედიაზე სისტემურ ზეწოლად და ცენზურად აფასებს. ქარტიის ცნობით, ეს ბოლო 1 წელში „ტვ პირველის“ მესამე დასანქცირებაა (მანამდე ტელეკომპანია დააჯარიმეს სიტყვების — „ოლიგარქი“ და „სინდისის პატიმრები“ გამოყენების გამოც). ქარტია სრულ სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანიას.

















