“მარცვლეულის შეთანხმების” შეჩერების გამო, შესაძლოა მარცვლეული 10-15%-ით გაძვირდეს – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შავი ზღვის “მარცვლეულის შეთანხმების” შეჩერება მსოფლიოში მარცვლეულის 10-15%-ით გაძვირებას გამოიწვევს.

“ჩვენ ჯერ კიდევ შეფასების პროცესში ვართ, მაგრამ მარცვლეულის ფასების 10%-დან 15%-მდე ზრდა გონივრული შეფასებაა,” – აღნიშნა სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა და კვლევითი დეპარტამენტის დირექტორმა, პიერ-ოლივიე გურინშასიმ.

მისი თქმით, “მარცვლეულის შეთანხმების” წყალობით, ერთი წლის განმავლობაში უკრაინიდან დანარჩენ მსოფლიოში დაახლოებით 33 ტონა ხორბალი გაიგზავნა და სწორედ ამან შეუწყო ხელი სურსათის ფასებზე ზეწოლის შემცირებას. ახლა კი საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვარაუდობენ, რომ შეთანხმების შეჩერების შემდეგ საპირისპირო პროცესი დაიწყებ, რაც, სავარაუდოდ, ფასებზე უარყოფითად აისახება.

banner
წინა სტატიაშივაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე, 3 დღით, 11:00-დან 17:00 საათამდე მოძრაობა იკრძალება
შემდეგი სტატიამეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია სადგურის დაკეტვის გარეშე განხორციელდება