მარაგები დღეს საქართველოში იმაზე მეტია, ვიდრე საკმარისი

გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ არც ერთ ჩვენს მომხმარებელს, წამალზე შეფერხება და ხელმისაწვდომობის პრობლემა არ ექნება, – ამის შესახებ „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა გამყრელიძე „ფორმულას“ ეთერში საუბრობს.

„მარაგები დღეს საქართველოში იმაზე მეტია, ვიდრე საკმარისი. გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ არც ერთ ჩვენს მომხმარებელს წამალზე შეფერხება და ხელმისაწვდომობის პრობლემა არ ექნება. უნდა მიგვეწოდებინა პირველადი ჯანდაცვის სერვისები ონლაინ, რაც გავაკეთეთ და ასევე ჩვენი ჰოსპიტალური ნაწილის მომზადებაც.

ეს უკანასკნელი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს – ერთი რომ ის ჰოსპიტლები, რომლებიც არ იქნებიან უშუალოდ „კოვიდის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულნი, იყვნენ მზად რომ სწორად ამოიცნონ ეს ქეისი და სწორად გადაამისამართონ და ასევე ის კოვიდცენტრები, რაც გამოვყავით, როდესაც რაღაც გარკვეულ ციფრებს მივაღწევთ, ჩვენი ჰოსპიტალები გადაკეთდება ან ცხელების კლინიკებად, ან უშუალოდ კოვიდცენტრებად.

ჩვენი მხრიდან მზაობაში იქნება სრულად 600 საწოლი. მზაობა ასევე ნიშნავს შესაბამის აღჭურვილობას ტექნიკურად, რისი პრობლემაც არაა და ასევე სამედიცინო პერსონალის აღჭურვილობაც. ტრენინგები გვაქვს დაწყებული უკვე თვენახევარია. ჩვენ ვემზადებით ყველაზე ცუდი სცენარისთვის, სახელმწიფოც და იმედია ეს არ მოხდება”, – აცხადებს ნიკა გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია სამეგრელოს მოსახლეობას მიმართავს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა