მარადონა მექსიკაში მიდის – ბელორუსები გაურკვევლობაში არიან

დიეგო მარადონა მექსიკური “დორადოს დე სინალოას” მთავარ მწვრთელად დაინიშნა. მან ხუთშაბათს გუნდიდან გაშვებული ფრანცისკო გამესი შეცვალა. “სიმართლე გითხრათ, მისი გადაბირება იმაზე ადვილი ყოფილა, ვიდრე მეგონა” – კლუბის პრეზიდენტმა სანკ ინსუნსმა თქვა.
ახალმა ამბავმა ბელორუსში დიდი გაურკვევლობა გამოიწვია, სადაც მარადონა საფეხბურთო კლუბ “ბრესტის” მართვის საბჭოს ხელმძღვანელობს. როგორც გუნდის პრეს-მდივანმა განაცხადა, ისინი მარადონასთან და მის მენეჯერთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

banner
წინა სტატიაშიNYT: სერგეი სკრიპალი ესპანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა
შემდეგი სტატიარეკლამების პოპულარული დამბლოკველი ჯაშუში პროგრამა აღმოჩნდა