„მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა“ – 26 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

„მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა“ – ამ ლოზუნგით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.

ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები კი შემდეგ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ.

26 მაისს, 19:00 საათზე აქციის მონაწილეების ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით, ჭავჭავაძის გამზირის გავლით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ.

საპროტესტო აქციასა და მარშში მონაწილეობას სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, გაფიცული სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ევროპის გულში – როთი
შემდეგი სტატიაწალენჯიხის ჩოგბურთის ღია ტურნირი დაიწყო (ვიდეო)