“მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ თემურ კუპატაძემ გასცა დავალება, მასიურად დააკავონ აქტივისტები ნარკოტიკის ჩადებით” -თარგამაძე

“მაქვს უტყუარი ინფორმაცია (ბუნებრივია, წყაროს არ დავასახელებ, შიგნიდანაა), აი, გუშინ რომ ღირსების ორდენი აირტყა, იმ თემურ კუპატაძემ გასცა დავალება კონკრეტული სამსახურების უფროსებზე, რომ მასიურად დააკავონ პროტესტის აქტივისტები ნარკოტიკის ჩადებით. თითოეული პირის ამ მეთოდით დაკავებოსთვის როგორც სამსახურების ხელმძღვანელები, ისე უშუალო შემსრულებლები მიიღებენ ცალცალკე პრემიას. ეს პროცესი უნდა დაიწყოს ხვალიდან. შეგნებულად არ ვწერ დავალების მიმღებთა მონაცემებს, ვაძლევ რა შანსს, ეს დავალება არ შეასრულონ და ამ საძაგლობაში მონაწილეობა არ მიიღონ. როგორც კი ასეთ თუნდაც ერთ ფაქტს ექნება ადგილი, არა მხოლოდ ყველას დავასახელებ, ყველაფერს ვიზავ, სანქციებში მაგნიტსკის სიით მოხვდნენ ყველანი. გახსოვდეთ, მაგ მიტინგებზე თქვენი შვილებიც დგანან და მათი მეგობრებიც”- წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მუნიციპალიტეტის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ 110 კილოვოლტიან ხაზს „მარტვილს“ აშენებს
შემდეგი სტატიალილოში რესტორან “კახელებთან” ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში კაცი ჩაცხრილეს