მაქვს წერილობითი მტკიცებულება რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის მოკვდინება სურს – ედიშერ ქარჩავა

გამაჩნია წერილობითი მტკიცებულება, რომ მეუფე პეტრეს უნდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება და მოკვდინება – ამ განცხადებას, საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აკეთებს. ედიშერ ქარჩავა არ აკონკრეტებს რა გზით აღმოჩნდა მის ხელში მამხილებელი მტკიცებულება და არც წერილის დეტალებზე საუბრობს.

ქარჩავა ამბობს, რომ მან „არაერთხელ შეუთვალა მეუფე პეტრეს, გაჩერებულიყო, დედაეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ არ ემოქმედა“. საპატრიარქოს იურისტის განცხადებით, თუ წმინდა სინოდის წევრები დაინტერესდებიან ამ ინფორმაციით, ის მზად არის მტკიცებულებები წარუდგინოს და დაამტკიცოს, რომ მეუფე პეტრე ებრძვის კათოლიკოს-პატრიარქს.

“გამაჩნია მტკიცებულებები და თუ წმინდა სინოდის წევრები დაინტერესდებიან ამის შესახებ, მე შემიძლია მტკიცებულებები მათ წარვუდგინო და დავუმტკიცო, რომ ის [მეუფე პეტრე] ებრძვის კათოლიკოს-პატრიარქს, უნდა მისი საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება და მისი მოკვდინება. ეს არის წერილობითი მტკიცებულება და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია. საიდან გამაჩნია, ამ ინფორმაციას გავანდობ მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსებს, იმ დაინტერსებულ პირებს, ვინც მე მომმართავს“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი კადრები: საუბარია არა სასულიერო პირზე არამედ პოლიტიკოსზე – მეუფე პეტრე
შემდეგი სტატია(foto) “ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა”-ქობულეთში გარდაცვლილი სასტუმროს მეპატრონის წერილი