“მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი სამართალდარღვეა”

შს მინისტრმა საკუთარი არჩევანი დიდუბის მერვე ოლქის 26-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, არჩევნები მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს და პოლიციის ჩართვა ამ დრომდე არსად გამხარა საჭირო:

“პოლიცია არის აპოლიტიკური, ჩვენ ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტის პრინციპს. დღეს ჩემი არჩევანის შესახებ საჯაროდ განცხადებებს არ გავაკეთებ. პატივს ვცემ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმუმი გაკეთებული იმისთვის, რომ ყველას ხმა იყოს დაცული, მაღალი ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს განაწილებული პოლიციელები, იმ დისტანციაზე, რასაც კანონი უშვებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი სამართალდარღვეა. ამ წუთამდე პოლიციის ჩარევა არსად საჭირო არ გამხადარა და იმედია ისე ჩაივლის ეს პროცესი” -აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„არც ერთი სახლში, ყველა საარჩევნო უბანზე… დავამარცხოთ ფაშიზმის ნაირსახეობა“ – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : რამდენიმე საარჩევნო უბანზე სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება