“მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს კონტაქტებს უკრაინაში, რომ დავეხმარო გიორგი ცერცვაძეს”

“ახალი საქართველოს” ლიდერი, საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს ეხმაურება და განმარტავს, რომ გიორგი ცერცვაძე აუცილებლად უნდა დაიცვას ხელისუფლებამ. “მე მაქვს კონტაქტები მაღალი თანამდებობის პირებთან უკრაინაში. როგორც იცით, უკრაინაში ჩვენი ფონდი რამდენიმე რეფორმას ახორციელებს.მაქსიმალირად ჩავერთვები პროცესში, ხმას მივაწვდენ ყველა ადამიანს, რათა გიორგი ცერცვაძის საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული. თუ იოტისოდენა შესაძლებლობა მაინც არსებობს, რომ არ მოხდეს მისი რუსეთის მხარისთვის ექსტრადირება, დარწმუნებული ვარ, უკრაინა სწორედ ასე მოიქცევა და არ გადასცემს მას რუსეთს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოვიყენებ ყველა ჩემს კონტაქტს, რათა პრობლემა სწრაფად მოგვარდეს” განაცხადა ვაშაძემ “ახალი საქართველოს” ლიდერი, მოუწოდებს თანამშრომლობისკენ, ნებისმიერ პირს,რომელიც დამატებით ინფორმაციას ფლობს გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშრებით.

banner
წინა სტატიაშიეჭვს არ იწვევს, რომ მთელი ინფორმაცია ჩვენ მებრძოლებზე, რუსეთის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსეთს – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიავიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გზა გადაკეტეს