მაქსიმალურად დავეხმარებით მას რეფორმების გატარებაში – თალაკვაძე ბახტაძეზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კონსულტაციების შედეგებს პრემიერ-მინისტრი თავად შეაჯამებს და ცოტა ხანში თავად გააკეთებს განცხადებას, როგორი იქნება ახალი მთავრობის მოდელი.

თალაკვაძე განმარტავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს პრემიერის გეგმას მცირე მთავრობის ფორმირების შესახებ და მზად არის, მამუკა ბახტაძეს შესაბამისი რეფორმებია გატარებაში დაეხმაროს.

„რასაც გუნდი მხარს უჭერს, ეს არის, რომ მთავრობა იყოს მცირე, მაგრამ ძალიან ოპერატიული და სწრაფი იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებსაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება, რომ გადავჭრით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა აიღო ძალიან კარგი სტარტი პარლამენტთან კონსულტაციების თვალსაზრისით. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მას, რომ გაატაროს რეფორმები”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა.

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე კონსულტაციებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან სამი დღის განმავლობაში მართავდა. ბოლო შეხვედრა უმრავლესობის წევრებთან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში გუშინ, გვიან ღამით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისაზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით შრი-ლანკის რვა მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში