მაქსიმ გალკინი: გონს მოეგეთ, კომკავშირელები… ტფუი…(ვიდეო)

მაქსიმ გალკინი, რომელმაც რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე დატოვა რუსეთი ოჯახთან ერთად, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს:

უკვე აღარ შემიძლია არ ვუპასუხო შეკვეთილ ტყუილებს რუსულ მედიაში. დღეს პატივცემულმა გამომცემლებმა, დაწერეს რომ მე უკვე ეჭვმიტანილი ვარ აქ ვიღაცის მკვლელობაში, ვიღაცა მოვკალი, არიან თითქოს თვითმხილველები, რომ დამაკავა პოლიციამ… მესმის, რომ ბრძანება გაქვთ გამაშავოთ, აჩვენოთ, თითქოს როგორც ცუდად ვარ აქ, რომ სტილისტზეც კი ვწუწუნებ, რომ ალა ინფაქრტის საფრთხის ქვეშაა, და რომ ყველაფერი თითქოს ცუდად მაქვს… კარგად ვარ… მესმის, რომ არ გაძლევენ იმის დაწერის უფლებას, რისი დაწერაც ღირს – გიკრძალავენ… თქვენ ხომ ასე განიცდიდით, რომ მე ვიკავებდი ვიღაცის ადგილს? რატომ წერთ ამდენ ხანს ჩემზე? მათზე დაწერეთ, პატრიოტებზე. თავი დამანებეთ. ბრმა ცხენივით დადიხართ წრეზე და ერთი და იგივე განავალი დაგაქვთ… გონს მოეგეთ. კომკავშირელები… ტფუი…

 

https://youtu.be/33zgY_K4D7s

banner
წინა სტატიაშიკანადამ პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატია“აზოვსტალი” დაიბომბა და თითქმის მთლიანად განადგურდა, ხალხი ნანგრევების ქვეშაა-აზოვი