ინდონეზიის აეროპორტის დენპასარის მესაზღვრეებმა რუს კომიკოს მაქსიმ გალკინს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. 27 იანვარს, კუნძულ ბალიზე გალკინის კონცერტი იყო დაგეგმილი. ტურისტული ვიზის მიუხედავად ის აეროპორტში დააკავეს და შესვლაზე უარი განუცხადეს. როგორც „დოჟდი“ იუწყება, გალკინს უთხრეს, რომ მისი პასპორტი გარკვეულ „შავ სიაში“ იყო. გამოცემის თანახმად, არ არის დაკონკრეტებული “შავი სიის” მნიშვნელობა.
„დოჟდიას“ ჟურნალისტი და წამყვანი ანა მონგაიტი განმარტავს, რომ სხვა რუსი არტისტები, რომლებიც არ მალავენ თავიანთ ოპოზიციურ შეხედულებებს, როგორიცაა ზემფირა და ოქსიმირონი, იმყოფებოდნენ გასტროლებზე ინდონეზიაში, მაგრამ მათ არანაირი დაბრკოლება არ შეხვედრიათ.