მაქარაშვილი კალაძეზე: გამოდის “დოლჩე გაბანას” კოსტუმით და იძახის ქვიარ თემს ვერ დავიცავთო

“ვიცით, რომ კალაძე მილანში თამაშობდა ამდენი წელი, ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ძალიან მაღალი რანგის ფეხბურთელი იყო, უმაღლესი ტიტულები აქვს მოგებული და მისი გარდერობის აბსოლუტური უმრავლესობა ქვიარ ადამიანების შეკერილი ტანსაცმელია, როგორ არ რცხვენია საერთოდ? გამოდის “დოლჩე გაბანას” კოსტუმით და იძახის ქვიარ თემს ვერ დავიცავთო. ბატონო კახი, მესმის, რომ თქვენი ქალაქის მერად ყოფნის ბოლო დღეებია, მაგრამ უბრალოდ დაიხედეთ რა გაცვიათ. ზუსტად იგივე თემის წარმომადგენლები არიან ეს ადამიანები, თქვენი თანამოქალაქეები, ვინც იტალიაში გყავთ და იმათთან რომ მეგობრობთ და კარგი ადამიანი გგონიათ თქვენი თავი, ისეთები არიან ზუსტად ეს ადამიანები, გაცილებით ნიჭიერები, კეთილები და გაცილებით უფრო მეტ სასარგებლო საქმეს აკეთებენ ამ ქვეყნისთვის. არ შეიძლება ასე ადამიანების დაყოფა, ძალიან ცუდად დაგიბრუნდებათ იცოდეთ.”- ასე მიმართა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა კახა კალაძეს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილება შედის
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში შეხვედრა დასრულდა: ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება