მაქაცარია გიორგაძის ნაცვლად: “ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც დავადასტურებ”

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მისი თანამდებობა შესაძლოა, თბილისის კულტურის საქალაქოს სამსახურის ხელმძღვანელმა, ია მაქაცარიამ დაიკავოს.

როგორც მიხეილ გიორგაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერი გააკეთებს განცხადებას.

„მანამდე მე ვერაფერს ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ“,- აღნიშნა გიორგაძემ.

რაც შეეხება ია მაქაცარიას კანდიდატურას, როგორც გიორგაძემ აღნიშნა, მაქაცარია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ერთობლივ პროექტებში.

„მას დავახასიათებდი, როგორც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალს, ძალიან კარგ გუნდურ მოთამაშეს“,- აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაში“რამდენიმე სამინისტროს მიმართულებით იგეგმება ცვლილება”- ენერგეტიკის მინისტრი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ჯონ ნიკოლსონს შეხვდა