“მაფიოზურ სახელმწიფოს აშენებს და მაგიდასთან უზის ოდიოზური ბიზნესმენები… ყველამ კარგად ვიცით, ეს ნებართვა ვისთვის გაიცა”

region
: region მაისი 30, 2019 15:49

“მაფიოზურ სახელმწიფოს აშენებს და მაგიდასთან უზის ოდიოზური ბიზნესმენები… ყველამ კარგად ვიცით, ეს ნებართვა ვისთვის გაიცა”

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ფოთის პორტი მშენებლობის საკითხის სკანდალს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანა კანონების გარეშე იმართება.

„ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ნებართვები ისე გაიცემა, რომ თურმე არც ეკონომიკის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა არაფერი იცის. ჩვენ რის გამოც შიგნითაც და გარეთაც „ქართულ ოცნებას“ ვაკრიტიკებთ არის ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ ყველაფერი მოახერხა, ქვეყანა კანონგარეშე დაეტოვებინა. ქვეყანა კანონების გარეშე იმართება. პარტიის თავმჯდომარე თავის გუნდთან ერთად მაფიოზურ სახელმწიფოს აშენებს და მაგიდასთან უზის ოდიოზური ბიზნესმენები, მათგან ერთ-ერთის ინტერესი ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი პორტის დაწყება იყო. ყველამ კარგად ვიცით, ეს ნებართვა ვისთვის გაიცა. ამას 7 ივნისს ქალბატონ თურნავას, როდესაც ის პარლამენტში მოდის, ყველაფერზე პასუხს გავაცემინებთ… ” ამბობს გოგიჩაიშვილი

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამოჩემებული ჰყავს.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ პარტიის თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძე ამოჩემებული ჰყავს. ანაკლიის პროექტიც ამოჩემებულია, რადგან ის ამ პროექტს თავისად არ თვლის. მას ყველაფერი თავისთვის უნდა ამ ქვეყანაში. მან გადაწყვიტა მისი კარის ბიზნესმენებისთვის დაეჭირა მხარი. ” განაცხადა ლევან გოგჩაიშვილმა

region
: region მაისი 30, 2019 15:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics