„მაფიოზის გაგებაა, გადახდილი აქვს და მეორეჯერ უყიდა ხალვაშს ტელევიზია,” – დავით ბერძენიშვილი ივანიშვილზე

„ბიძინა ივანიშვილის გადახდილი აქვს „რუსთავი 2″-ში და მაფიოზის გაგებაა, გადახდილი აქვს კაცს და მეორეჯერ უყიდა ქიბარ ხალვაშს ეს ტელევიზია,“ – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ოპოზიციის წევრმა „რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. დავით ბერძენიშვილმა ქიბარ ხალვაში ფსევდომესაკუთრე უწოდა.

დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგი „რუსთავი 2“ ბოლო წლების განმავლობაშია. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, გამოხატონ კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ.

„მაშინ მიშა სააკაშვილის დავალებით, ბიძინა ივანიშვილის ფულით ქიბარ ხალვაში დაინიშნა “რუსთავი 2″-ის ფორმალურ მეპატრონედ, რომ ამბობს, რომ არ ჩავრეულვარ სარედაქციო პოლიტიკაში, არ ტყუის, არავინ ეკითხებოდა ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკას და არც ახლა ჰკითხავს. ეს არის სახელისუფლებო ამბავი,“ – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ „რუსთავი 2“ მრავალფეროვანი საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილია.

“ეს არის თავისუფლების მოყვარე ადამიანების ასპარეზი. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, უპარტიო, უფერული მედიასივრცე, ისევე როგორც პოლიტიკური სივრცე შექმნას. ბიძინა ივანიშვილი არის ღრმა წარსულიდან,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმე არ მესმის იმ ადამიანების სიხარული, რომელსაც დღეს რაღაც განცდა აქვს, რომ “რუსთავი 2”-ს გაუსწორდნენ – ფიქრია ჩიხრაძე
შემდეგი სტატიანიკა მელია – შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს