მანუჩარ კვირკველია:ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება სპორტულ მოედანს მიღმა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში მანუჩარ კვირკველია მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება სპორტულ მოედანს მიღმა, ვგმობ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს გთხოვთ და მოგიწოდებთ პატივი ვცეთ ერთმანეთს, მოსახლეობას და ქართულ დემოკრატიას.

მოგიწოდებთ, რომ უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობიან გარემოში და ჩვენს ხალხს მივცეთ შესაძლებლობა თავიანთი კონსტიტუციური ნება გამოავლინონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.”

banner
წინა სტატიაში“დღეს მარნეული, ორი დღის წინ ბოლნისი, მანამდე გლდანი – განუკითხაობა საქართველოში”-ბადრი ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან ინფიცირებული შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა