“მანქანის შუშა დაწეული დაგვხვდა, გვერდით სუს-ის მანქანა იდგა… ფაქტია ეძებენ მიზეზს ან გაშავების ან დაკავების” – მამა დოროთე

აქციიდან მობრუნებულებს მანქანის შუშა დაწეული დაგვხვდა, გვერდით ჩაბურული სუს-ის მანქანა იდგა,რომ დაგვინახეს დაქოქეს და გაქრნენ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) წერს.

როგორც სასულიერო პირი ამბობს, იფიქრა, რომ მოსასმენი ან წაიღეს და ახალი დააყენეს ან რამე კონტრაბანდა ჩაუდეს მანქანაში.

ეძებენ მიზეზს ან გაშავების ან დაკავების, მაგრამ არ იციან შავებს-ბერებს რომ ვერ გააშავებენ – წერს მამა დოროთე.

დღეს საპროტესტო აქციიდან მობრუნებულებს მანქანის შუშა დაწეული დაგვხვდა მე და მამა შიოს. გვერდით ჩაბურული სუსის მანქანა ედგა და როგორც კი გამოვჩნდით დაქოქეს და გაქრნენ. ჩვენ ვიფიქრეთ მოსასმენი ან წაიღეს და ახალი დააყენეს ან იქნებ რამე კონტრაბანდა ჩადეს ან ვერ მოასწრეს. რაღაცას რომ ცდილობენ ფაქტია. ეძებენ მიზეზს ან გაშავების ან დაკავების, მაგრამ არ იციან შავებს-ბერებს რომ ვერ გააშავებენ”- წერს მამა დოროთე.

banner
წინა სტატიაში“აშკარაა, რომ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს” – აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი დაკავებული თანამდებობიდან სტივ უიტკოფის გათავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიაპარლამენტთან საპოლიციო ძალების მობილიზებაა – საკანონმდებლო ორგანოში დღეს კობახიძეს ელოდებიან