მანქანებიდან ძვირფასეულობის, საბუთებისა და ფულის მოპარვის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ლოძის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. პოლონეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ 35, 46 და 43 წლის ქართველებმა 2023 წლის ნოემბრის ბოლოდან, 2024 წლის 10 იანვრამდე რამდენიმე მანქანიდან ძვირფასეულობა, საბუთები და ნაღდი ფული მოიპარეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ისინი მანქანების საბურავებს განგებ აზიანებდნენ, შემდეგ კი ნივთებს იპარავდნენ.

საქართველოს მოქალაქეები ერთ-ერთი ასეთი დანაშაულის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამჟამად 3 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან

მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშირა გავლენას მოახდენს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში ომზე – ესტონეთის გენერალური შტაბის პროგნოზი
შემდეგი სტატიარუსეთის დიქტატორს საყვარელი ცხენი დაეღუპა