მანქანაში ჩააგდეს თვითონ, ცოცხალი იყო, მაგრამ არ გვიშვებდნენო, 5-ჯერ ესროლეს – ადგილობრივი გინტურის მკვლელობაზე

კირბალში, საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს მცხოვრები გოგო აბალაკი თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბრობს. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეს ესროლეს, თავისივე მანქანაში ჩააგდეს, თუმცა მიახლოების საშუალებას არც პოლიციას და არც იქ მყოფებს აძლევდნენ:

“ლომისაში ავიდეთ სანთლები ავანთოთო… საიდან გამოჩნდნენ რუსები მენახირეებმაც ვერ დაინახეს, ხევი არის, იქა ყოფილა 48 კაცი, რუსი. გზა გაჰყავდათ, გასროლის ხმაზე, რომ მოკლეს, მანქანაში ჩააგდეს თვითონ, მკვდარი არ იყო ცოცხალი იყო, მაგრამ არ გვიშვებდნენო. 5-ჯერ ესროლეს.” ამბობს მთავარ არხთან” გოგი აბალაკი.

მისივე თქმით, ოკუპანტები საოკუპაციო ხაზს ხშირად კვეთენ და ალკოჰოლური სასმლის მოთხოვნით, მასთანაც არაერთხელ მისულან.

banner
წინა სტატიაშიდარეგისტრირდი STEM ოლიმპიადაზე – საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს იწყებენ
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – კირბალში მომხდარმა ტრაგედიამ დაგვანახა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს, კუდის ქიცინს და სირაქლემას პოზაში დგომას აზრი არ აქვს