მანქანა, რომელითაც დაკავებული გადაჰყავდათ, ავარიაში მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში. პოლიციის მანქანა, რომლითაც დაკავებული სოფლიდან წალენჯიხაში გადაჰყავდათ, სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
როგორც „თაიმერს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ პატიმრის ქმედებამ გამოიწვია, რომელიც მანქანაში კიდურებს იქნევდა. მისი მოქნეული ფეხი კი მანქანის სალონში მძღოლს მოხვდა, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა.
შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში პატიმარი და მძღოლი არიან. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელების წინააღმდეგ მუქარას, ძალადობას ან წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

 

 

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ სხვა წევრები ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ მაგალითს და არ ერიდებიან ყველაზე ბინძური მეთოდებით საკუთარი აზრის გამოხატვას”
შემდეგი სტატიაგორის ციხიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა