მანჯგალაძე:განვლილმა პროცესმა როგორც მაჩვენა, ადამიანები ვერ სწავლობენ სხვის შეცდომებზე და მათ საკუთარი შეცდომებით მოუწევთ სწავლა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ ახალი პლატფორმის შექმნა არავისთვის წინაღობა არ იქნება.

მისივე თქმით, , „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამარჯვების კოალიციის სახით არნახულ შედეგს მიაღწევენ.

„მელიას ახალი პლატფორმა არავისთვის წინაღობა არ იქნება. ამაზე მძიმე პროცესები იყო 2016 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველოს“ სახით დატოვა მთელი ლიდერების პლეადამ, ერთმა გუნდმა, თაობამ, მაგრამ 2018 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა საუკეთესო შედეგი „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, რომელიც მას შემდეგ ვერავინ გაიმეორა. ზუსტად ისეთი კამპანია გვაქვს და უკეთესიც დაგეგმილი. ვერ ვიტყვი, რომ ამ ხალხის წასვლა კარგია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შედეგი იყოს საუკეთესო. განვლილმა პროცესმა როგორც მაჩვენა, ადამიანები ვერ სწავლობენ სხვის შეცდომებზე და მათ საკუთარი შეცდომებით მოუწევთ სწავლა. ისინი წავლენ თავისი გზით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამარჯვების კოალიციის სახით, არნახულ შედეგს დადებენ. პირობას ვიძლევი, ვიცი, რასაც ვამბობ, ვიცი, რა გამოწვევაც არის. სწორედ იმიტომ ხდება ეს პროცესები, რომ სინამდვილეში, ასეთი დიდი ამოცანა გვაქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშილეონიდ კუჩმა აცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს თვალში სახეს დაკარგავს, თუ კიევს მიატოვებს
შემდეგი სტატიაკრიშიანის კარინში – ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება სტატუსი, ნათელია, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს