მანჯგალაძე – უმრავლესობის განცხადება, თითქოს ოპოზიცია ემზადება არეულობისთვის, იაფფასიანი პიარსვლაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება, იაფფასიანი პიარსვლაა.

მისივე თქმით, დასაბუთებული ვარაუდი აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

„უმრავლესობის განცხადება, თითქოს ოპოზიცია ემზადება არეულობისთვის, ასე ახალგაზრდებმა საიდან აითვისეს ბოლშევიკებისთვის საუკეთესო ტრადიციები – შეთქმულებაზე, არეულობაზე, კუდიანებზე ნადირობის? მათი განცხადებები არის იაფფასიანი პიარსვლა. ჩვენ დასაბუთებული ვარაუდი გვაქვს, რომ არჩევნების გაყალბებისთვის „ქართული ოცნება“ თავად ემზადება, რადგან 43 პროცენტი არ აქვს და წინასწარ იქმნის ალიბს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულად გამოაცხადოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე “ოცნების” კვლევაზე – „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“
შემდეგი სტატიარაულ ქირია: ბარიერის მინიმუმამდე დაწევა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს და საშიშია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის