მანჯგალაძე – „სისხლიანი ბანერების“ გამოკვრა მიუთითებს „ოცნების“ უსაქმურობასა და უღირსობაზე

ქალაქის ქუჩებში, „სისხლიანი ბანერების“ გამოკვრა მიუთითებს „ქართული ოცნების“ უსაქმურობასა და უღირსობაზე, – ამის შესახებ “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქალაქის ქუჩებში, „სისხლიანი ბანერების“ გამოკვრა მიუთითებს „ქართული ოცნების“ უსაქმურობასა და უღირსობაზე, რადგან “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში ყოფნის თავზე არაფერი აქვს ხალხისთვის შესათავაზებელი გაკეთებული საქმის სახით, ისინი ისევ ძველ ტაქტიკას იყენებენ. მათ რომ ჰქონდეთ გაკეთებული ერთი ქარხანა ან თუნდაც ერთი ფაბრიკა, ერთი ქუჩა გაეკეთებინათ, გამოაკრავდნენ თავიან გაკეთებულ საქმეს და ამის გამო მოითხოვდნენ ხმის მიცემას, მაგრამ ასეთი არ არსებობს. მე მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, ხელისუფლება, რომელიც იბრძვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, არაფერს არ გააკეთებს ადამიანის საჭიროებისთვის, იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც ხალხს აქვს. გამოსავალი მარტივია, 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, არცერთი ხმა 41-ს – ეს არის გამოსავალი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიუახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიახვიჩია – რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი მოვაწერეთ