მანჯგალაძე – საქართველოში მთავარ მომსმენებს აწინაურებენ, რომ „მაგარი პონტი“ ააგდეს

gulis eleqsiri

ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საქართველოში მოსმენები ჩართულია ერთი მიმართულებით, რაც ემსახურება „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას.

მანჯგალაძის თქმით, საქართველოში მთავარ მომსმენებს აწინაურებენ და ეს მნიშვნელოვან საქმედ ითვლება.

„კომპრომატებს აგროვებენ და ამას საარჩევნოდ იყენებენ, ეს კომპრომატების ომის თემაა. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ადამიანების განეიტრალება და გადაბირება ხდება. საქართველოში მოსმენები ჩართულია ერთი მიმართულებით, რაც ემსახურება „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას. სუს-ი გადაიქცა „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახურად. შემდეგ ვიღაც გაბრაზდება, ინფორმაცია გაჟონავს და ა.შ. წარმოგიდგენიათ, სტრუქტურაში რა ხდება? რა გარანტია გვაქვს, რომ ეს ფილები ხელში არ ჩაუვარდა რუსეთს და ის არ ახდენს კადრებით მანიპულაციას? საქართველოში მთავარ მომსმენებს აწინაურებენ და ეს მნიშვნელოვან საქმედ ითვლება, რომ „მაგარი პონტი“ ააგდეს და მათი დაწინაურება ხდება. „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვაჟკაცობა უნდა ეყოს, პასუხისმგებლობა აიღოს, გამოძიება დაიწყოს და ამ ყველაფერზე რეაგირება მოახდინოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

წინა სტატიაშიხვიჩია – საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება წინასაარჩევნო „ტრიუკია“
შემდეგი სტატიაპოსტკოვიდურ სინდრომთან დაკავშირებით შესაძლოა, გარკვეული პროტოკოლები და გაიდლაინები მომზადდეს