მანჯგალაძე: საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება დიდი და კომპლექსური საკითხია, ერთი შეხედვით, წინააღმდეგი არ ვარ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება დიდი და კომპლექსური საკითხია, რაზეც უსაფრთხოების ექსპერტებთან დამატებითი კონსულტაცია სჭირდება.

„ერთი შეხედვით, წინააღმდეგი არ ვარ, რადგან რუსულ ბაზებს ამერიკული ბაზები მირჩევნია. რაც შეეხება ლუსტრაციის კანონს, ეს არის პროექტი, რომელსაც სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, რადგან მეხუთე კოლონას საქმიანობა უნდა შეეზღუდოს. ამ კანონის მიღების შედეგად წარმომიდგენია, რომ არა მხოლოდ ბევრ პოლიტიკოსს, არამედ ბევრ სასულიერო პირს მოუწევს კულუარებში გადასვლა. ეს გამოგენებული უნდა იყოს არა ანგარიშსწორებისთვის, არამედ მათთვის, ვინც უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, მათ არ ჰქონდეთ ამ შხამის ნთხევის შესაძლებლობა ღია დ საჯარო სივრცეში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – სახალხო დამცველზე თავდასხმა მიუღებელია
შემდეგი სტატიადეკანოიძე – ჩვენს თანაგუნდელთან რეჟიმმა გააგზავნა ასლან აბაშიძის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და დააშანტაჟეს