მანჯგალაძე – საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს, მაგრამ არ იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს, მაგრამ არ იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც დღეს გვყავს, რომელიც არაფერს აკეთებს და ხელს უშლის ევროპაში ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არაფერში სჭირდება კანდიდატის სტატუსი და საუბრობენ კიდეც, რომ არაფრის მომცემია, რადგან მათთვის საქართველო ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზოა“.

„აქსიომაა, კარგზეც და ცუდზეც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასოცირებული ტრიოდან, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს, საქართველო მაჩანჩალა ადგილზეა. არის რისკი, გადავიდეთ აზერბაიჯან-სომხეთის ჯგუფში. ეს „ქართული ოცნების“ შემოქმედების შედეგია. მოწინავე ვიყავით და ახლა ევრაზიულ ლიგაში გადავედით. დასანანია და მე სულაც არ მიხარია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა მტრის ორი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა BM-27 Uragan-ი გაანდგურეს
შემდეგი სტატიაკიევის მერი ვიტალი კლიჩკო გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა