მანჯგალაძე – საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ქართული ოცნების” პოზიცია აცდენილია რეალობას და შეთანხმებებს, რომელიც გვქონდა

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ქართული ოცნების” პოზიცია აცდენილია რეალობას და შეთანხმებებს, რომელიც გვქონდა, ყველა გადაწყვეტილებას ისინი იღებენ მოტივაციით, თუ როგორ შეინარჩუნონ ძალაუფლება. არაადეკვატურია განცხადება, რომ თითქოს საჩუქარს უკეთებენ ოპოზიციას, ასეთ ბოძებებს მე-19 საუკუნეში მონარქები აკეთებდნენ, ირაკლი კობახიძის საბოძებელი საქართველოს და მის მოსახლეობას არაფერი სჭირს, ეს სჭირდება დემოკრატიას, პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. თუ ამ შეთანხმებას არ შეასრულებს “ქართული ოცნება”, მოგვიწევს დაფიქრება, რაზე შეიძლება საერთოდ მათთან საუბარი. მანდატი და პულტზე ხელის დაჭერა არავის უხარია, როგორც კი შევხედავთ, რომ აზრი არ აქვს აქ ყოფნას და ჩვენი პარლამენტში ყოფნა არ ემსახურება დემოკრატიის და ქვეყანაში ცვლილებების ინტერესს, მე არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ პარლამენტი დავტოვო”, – მის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშირეფორმის გაგრძელებაზე უარი, ეჭვქვეშ დააყენებს მმართველი პარტიის სანდოობას – არასამთავრობოები კობახიძეს პასუხობენ
შემდეგი სტატიაგაბრიელიუს ლანდსბერგისი – საქართველოსა და უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა