მანჯგალაძე – სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით ეხმარება “ქართულ ოცნებას”

სტრატეგიულად და ტაქტიკურად არასწორად მიმაჩნია სააკაშვილისგან ჩამოსვლაზე განცხადების გაკეთება – რატომ ვაკეთებთ მის ჩამოსვლაზე რეფერენდუმს?! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა მისი ჩამოსვლის თაობაზე.

მანჯგალაძემიიჩნევს, რომსააკაშვილისაკუთარიგანცხადებებითამომრჩევლისნაწილსაფრთხობს.

“მესმის, რომ ამ საკითხზე საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვინ როდის და სად ჩამოვა იმ ადამიანის გადასაწყვეტია, ამაზე ვერავინ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ თუ მკითხავთ, არჩევნების წინ მისი ჩამოსვლა რამდენად სწორი დროა, მე სტრატეგიულად და ტაქტიკურად არასწორად მიმაჩნია ამ განცხადების გაკეთება, რადგან მილიონ ასი ათასი ადამიანია ქვეყანაში, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში “ქართული ოცნების” ცვლილებას, ხოლო მიშას პრემიერ- მინისტრად ქვეყანაში დაბრუნებას მხარი დაუჭირა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა. რატომ ვაკეთებთ ჩამოსვლაზე რეფერენდუმს, ჩემთვის გაუგებარია. სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით ეხმარება “ქართულ ოცნებას”, რომელიც ცდილობს შიში წამოწიოს საზოგადოებაში და დააფრთხოს ადამიანები, ვინც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აპირებენ ხმის მიცემას”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოტკოველი – სააკაშვილის განცხადების შემდეგ „ოცნების“ ძალიან ბევრმა ლიდერმა ალბათ, სახლის კარები გადარაზა დამატებითი გასაღებით
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე – დასანანი არიან მისი მხარდამჭერები, რომლებიც ბოლოს იმედგაცრუებული რჩებიან