მანჯგალაძე – სააკაშვილი გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში კრიმინალებთან ერთად არ უნდა მოათავსონ

მიხეილ სააკაშვილი გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში კრიმინალებთან ერთად არ უნდა მოათავსონ, საქართველოს ხელისუფლებას ასეთი რისკების გაწევას არ ვურჩევ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, როცა ადამიანი საკვებს ყოველდღე არ იღებს, მისი სასიცოცხლო რესურსი იწურება და ხელისუფლება ამ საკითხს სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან ნებისმიერი სავალალო შედეგი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი იქნება.

„ხელისუფლება ამ საკითხს ყურადღებით უნდა მოეკიდოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა ერთი კაცის, ან პარტიის“, – დასძინა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოიგე ბინა აპექს ლისის პროექტში – გზავნილების გათამაშება საქართველოს ბანკისგან
შემდეგი სტატიაიოსელიანი – მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ