მანჯგალაძე – რატომ იყო შუშის სარკოფაგში ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი კობახიძე? ჩვენ ვნახეთ შეშინებული კერპის გამოსვლა

რატომ იყო შუშაში და სარკოფაგში ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი კობახიძე? – ასე გამომეხმაურა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართულ ღონისძიებას და ამავე შეხვედრაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას სიძულვილის ენით მიმართა.

„გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ივანიშვილის და „ქართულ ოცნებას“ არაფრის შეთავაზება არ შეუძლია საქართველოსთვის. ჩვენ ვნახეთ შუშის სარკოფაგში ჩასმული, შეშინებული კერპის გამოსვლა, რომელსაც არ გახსენებია 1 მილიონზე მეტი ქართველი ემიგრანტი, ყოველი მესამე ბავშვი, რომელიც შიმშილობს, 400 000-ზე მეტი პენსიონერი, რომელსაც სესხი აქვს და საქართველოს ასიათასობით მოქალაქე, რომელიც უმუშევრობის გამო ქვეყანას ტოვებს.

„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა, შეშინებულმა კეპმა, სიძულვილის ენით ისაუბრეს და ცდილობდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთზე დაეგეშათ. ნუ გეშინიათ – ვეუბნები მათ, ქართველმა ხალხმა უკვე განაჩენი გამოგიტანათ და თქვენ პოლიტიკურ ოპოზიციაში წასვლა მოგიწევთ, არავინ აპირებს თქვენს დევნას და შურისძიებას. კერპები საქართველომ მე-4 საუკუნეში დაამსხვრია, სხვა კერპი საქართველოში ვერ იქნება.

საქილიკოა, კონსტიტუციით და არც რაიმე კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ აქვს. ჩვენი კონსტიტუციით, ქვეყნის მთავარი პირი ირაკლი კობახიძეა. რატომ იყო შუშაში და სარკოფაგში ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი კობახიძე? თავად კობახიძე საუბრობდა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას სიცოცხლით მოსპობით დაემუქრა, რატომ არ იყო კობახიძე სარკოფაგში?

მსოფლიო ლიდერები იქცევიან ასე და არა არაფორმალური მმართველები. მაგას ვამბობ, რომ ის კერპი, თვითონ შუშის სარკოფაგშია და ირაკლი კობახიძე არის „ცოცხალი სამიზნე“!“-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ჩვენს გუნდს შეუძლია, ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს
შემდეგი სტატიანადირაძე – 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, „რუსული კანონი“ იქნება