მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ვნახეთ, თითქოს ოპოზიციას რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი, შეასრულონ ცხრა რეკომენდაცია და არეულობის გეგმა ჩაგვიშალონ

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ვნახეთ, თითქოს თავად რეკომენდაციებს რომ არ ასრულებენ, თურმე ოპოზიციის დაგეგმილია, შეასრულონ და არანაირი შეთქმულება არ იქნება, ცხრა რეკომენდაცია შესასრულებელია და ჩაგვიშალონ არეულობის გეგმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესრულებული არ არის.

„„ქართული ოცნების“ მხრიდან პროპაგანდა ვნახეთ, თითქოს ოპოზიციას რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი და ის, რომ თავად რეკომენდაციებს არ ასრულებენ, თურმე ეს ყოფილა ოპოზიციის დაგეგმილი. რეკომენდაციები შეასრულონ და არანაირი შეთქმულება არ იქნება. ცხრა რეკომენდაცია არის შესასრულებელი და არეულობის გეგმა ჩაგვიშალონ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კონცენტრირებულია ძალაუფლება, რომელსაც აკონტროლებს ამერიკის მიერ სანქცირებული სასამართლოს კლანი მურუსიძის ხელმძღვანელობით და ბუნებრივია, რეფორმად ვერ ჩაითვლება ის, როცა მურუსიძე შოკოლადში ჩასვა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშითელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით “ჯორჯიან ეარვეისის” რეისი გაუქმდა
შემდეგი სტატიასაქართველოს სასამართლო სისტემა მოწინავე პოზიციებზეა სტატისტიკით და სხვა შეფასებებით, უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას – ვოლსკი