მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ პირობებში, ყოველდღე დივერსიას რომ აწყობს, როგორ უნდა თქვა, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს?

„ქართული ოცნების” პირობებში, ყოველდღე დივერსიას რომ აწყობს, როგორ უნდა თქვა, მოგვცემენ თუ არა სტატუსს? – თვითონ კობახიძე იძახის 50/50 – ზეაო და რატომ გავხადეთ ასე საქმე? – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციები რომ შესრულებული იყოს და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდეს, კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი იქნებოდა.

“ახლა რომ ოპოზიცია ვიყოთ ხელისუფლებაში, 3 რეკომენდაცია კი არ გვექნებოდა შესრულებული, როგორც ამას ევროპელები გვეუბნებიან, გვექნებოდა 12- ვე, “ქართული ოცნების” მსგავსად რუსეთთან კი არ ვიქნებოდით ჩახუტებულები, ჩავეხუტებოდით ევროპას. ამას რომ გავაკეთებდით, მარჩიელობას კი არ დავიწყებდით, პირდაპირ ვიტყოდით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, რადგან 12 – ვე რეკომენდაცია შესრულებულია. ახლა გეტყოდით, რომ კი, სტატუსს მივიღებთ, მაგრამ “ქართული ოცნების” პირობებში, ყოველდღე დივერსიას რომ აწყობს, როგორ უნდა თქვა, მოგვცემენ თუ არა სტატუსს? – არ ვიცი, რას იზამენ. თვითონ კობახიძე იძახის 50/50- ზეაო და რატომ გავხადეთ ასე საქმე? შეგვესრულებინა.

ევაჭრებიან დასავლეთს, ულტიმატუმებს უყენებენ, რას ჭრიან და რას კერავენ, არ ვიცი, მაგრამ რეკომენდაციების მიხედვით არ მოქმედებენ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – შეუძლებელია, სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე
შემდეგი სტატიაკალაძე – სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოიხადონ პოლიტიკოსებმა, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებდნენ, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა