მანჯგალაძე – „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არაფერში სჭირდება

ოპოზიციონერი დეპუტატის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძის შეფასებით, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“, მისი ავტოკრატიული ბუნებიდან გამომდინარე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არაფერში სჭირდება.

როგორც ჟურნალისტებს მანჯგალაძემ განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არც ევროკავშირი და არც კანდიდატის სტატუსი, რადგან ევროკავშირი ნიშნავს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე, მეტ დემოკრატიას, თავისუფალ სასამართლოს.

დეპუტატის თქმით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ინარჩუნებს ფსიქოლოგიური მანიპულაციისა და ტერორის ხარჯზე.

„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, მოძალადე რეჟიმი მოვა და გაგაუპატიურებთო, ახლა ახალი გზავნილი დაამატეს, არა მხოლოდ გაგაუპატიურებენ, არამედ ომი იქნება და მოგკლავენო. ხელისუფლება ამ ორ ფსიქოლოგიურ ტერორს იყენებს და ამით ინარჩუნებს ხელისუფლებას“, – დასძინა პაატა მანჯგალაძემ.

წინა სტატიაშისლოვენიას ახალი მთავრობა ჰყავს
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – ქართული მხარე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს არათუ სურვილს არ აკლებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს