მანჯგალაძე – პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულების მქონე მთავრობა გადადგებოდა, რადგან 100 ათასი ადამიანის გამოსვლა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს

ჩვენთვის მეორეხარისხოვანია თანამდებობები, ეს არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და რუსთაველზე ხალხი იმისთვის არ არის შეკრებილი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ან ვიწროპარტიულ ჯგუფს მიანიჭოს ძალაუფლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მანჯგალაძე ამბობს, პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულების მქონე მთავრობა გადადგებოდა, რადგან 100 ათასი ადამიანის გამოსვლა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს.

„გადადგეს ღარიბაშვილი, შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ეს არის ქართველი ერის დაკვეთა და, რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ მოთხოვნას მხარს უჭერს. ჩვენთვის მეორეხარისხოვანია თანამდებობები, ეს არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და რუსთაველზე ხალხი იმისთვის არ არის შეკრებილი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ან ვიწროპარტიულ ჯგუფს მიანიჭოს ძალაუფლება. მეორეხარისხოვანია, ვინ იქნებიან თანამდებობებზე, მთავარია, შეთანხმება მოხდეს ძირითად პრინციპებზე ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე. საქართველოსთვის ეპოქალური მნიშვნელობისაა ის, რომ ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგას.

„სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენთვის პრიორიტეტია შესრულდეს ის 12 მუხლი, რომელიც ევროპამ საქართველოს მისცა. პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულების მქონე მთავრობა გადადგებოდა, რადგან 100 ათასი ადამიანის გამოსვლა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს. ღარიბაშვილიც გადადგებოდა ის რომ საკუთარ თავს ეკუთვნოდეს. მთავრობა არ გადადგება, ამიტომ ჩვენ 3 ივლისს ვიქნებით ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გუშინ ვიყავით“, – განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა: “გადადგომა არ არის ანტიკონსტიტუციური, გადადგომა არის კონსტიტუციური და ჩვენ გვინდა, ღარიბაშვილს შევასმენინოთ, რომ უნდა გადადგეს“.

ამასთან, მანჯგალაძე გამოეხმაურა გუშინდელ აქციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დავით არახამიას ჩართვას. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, უკრაინა აკეთებს საქართველოს საქმეს.

„პრეზიდენტი ზელენსკი არის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მე მომხრე ვარ მეტი კონტაქტი გვქონდეს უკრაინასთან, რადგან უკრაინა აკეთებს საქართველოს საქმეს და იმ კბილებს უმსხვრევს რუსეთის იმპერიას, რომელი კბილებითაც ჩვენ დაგლეჯას აპირებს მომავალში. ამიტომ ვგულშემატკივრობ უკრაინას პირველ რიგში, საქართველოსთვის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია – არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული
შემდეგი სტატიასუბარი – დეპოლარიზაციისთვის პრემიერისგან გაწვდილი ხელის პასუხად მივიღეთ არარეალური მოთხოვნები, ხელისუფლების გადაბარება მათთვის, ვისაც ხალხმა მრავალჯერ უთხრა, რომ არასდროს აირჩევს