მანჯგალაძე – ნეტარ არიან მორწმუნენი, მაგრამ ვერ ვიქნებით ღარიბაშვილის ლოცვის იმედად

ნეტარ არიან მორწმუნენი, მაგრამ ვერ ვიქნებით ღარიბაშვილის ლოცვის იმედად, რომ საქართველოს უსაფრთხოება ამით იქნება გარანტირებული, უსაფრთხოების გარანტი არის ნატო- ში და ევროკავშირში ინტეგრაცია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე „ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრობლემების და დემოკრატიის ხარისხის მიუხედავად, საქართველომ, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აუცილებელია კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიას“ ახალი არაფერი უთქვამს და არაფორმალური მმართველობის არსებობა „ქართული ოცნების“ ყოფილ პრემიერს – გიორგი გახარიას აქვს დადასტურებული.

„ეს რომ ჰაერიდან არაა მოტანილი, ეს დაადასტურა წინა პრემიერ- მინისტრმა გახარიამ, რომელმაც აღიარა, რომ მისი მთავრობის წევრები გარკვეულ კომუნიკაციაში იყვნენ ამ ადამიანთან. ამით გახარიამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არსებობს პარალელური სტრუქტურა, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრული სტრუქტურების მიღმა იღებს გადაწყვეტილებებს. ესაა გახარიას პირდაპირი ჩვენება, რომ ქვეყანაში არსებობს ოლიგარქიული მმართველობა. ამას არ სჭირდება ვინმეს შეხსენება, მაგრამ რეკომენდაციაა, რომ წევრის სტატუსი მოგცენ და შემდეგ მოვახდინოთ ამაზე ზემოქმედება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე 15 წლის მოზარდი დააკავეს
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს