მანჯგალაძე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს და პარლამენტში შემოვიდეს

ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს, რადგან ეს სჭირდება არა ვინმეს კომფორტს და რომელიმე პარტიას, არამედ საქართველოს.

როგორც საქართველოს პირველ არხს მანჯგალაძემ კიევში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა, სჯერა, რომ პარტიის წევრები პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ეს ადამიანები ხომ არ უარყოფენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არის ლიდერი. მათი უკრაინაში ჩასვლის საკითხი ჩემი განსჯის თემა არ არის, მაგრამ ამას ვერც მოვიწონებ და ვერც დავიწყებ, ჩემი საქმე არ არის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე – საარჩევნო ადმინისტრაციაში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიადაპირისპირებულმა მხარეებმა დმანისის ცენტრში გადაინაცვლეს – დაძაბული ვითარებაა დმანისში