მანჯგალაძე – მელიას გასათავისუფლებლად ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ამნისტიაა

გირაოს გადახდა, მართლაც ამორალურია და ამ საკითხში ნიკა მელიას ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს. მეორე საკითხი არის ამნისტია, რომელიც მოცემულ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ნიკა მელიასთვის შეიძლება, მიუღებელიც იყოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვართ სამწუხაროდ, არსებობს რამდენიმე გზა. პირველი იყო გირაოს გადახდა, რაც მართლა ამორალურია და ამ საკითხში ნიკა მელიას ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს. მეორე საკითხი არის ამნისტია, რომელიც მოცემულ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ნიკა მელიასთვის შეიძლება, მიუღებელიც იყოს. ამას ამ ეტაპზე ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, ნიკა მელიას პატიმრობიდან გამოსასვლელ გზებზე საუბრისას მანჯგალაძემ განიხილა აქციის ვერსიაც, თუმცა დასძინა, რომ აქციით ხელისუფლების შეცვლის ალბათობა დაბალია.

„კიდევ არსებობს ერთი საშუალება, რომ გამოვიყვანოთ 50 ათასი კაცი და შევცვალოთ ხელისუფლება, რისი ალბათობაც ძალიან დაბალია ამ ეტაპზე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ აქციებზე პარტიული აქტივების გარდა, ნიკა მელიას დაპატიმრების დროს არავინ არ გამოსულა. მეოთხე კი არის აბსურდული, რომ ბიძინა ივანიშვილს გაეხსნას გონება და უარი თქვას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. ამ ოთხი ჩამოთვლილი ვარიანტიდან ყველაზე რეალისტური მოცემულ სიტუაციაში, მე არ ვამბობ საუკეთესო, რეალისტური არის ამნისტია. ამ ამნისტიის აქტზე პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას.

ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია უმწიკვლოდ გამოვიდეს ამ პროცესისგან, მაგრამ ამისთვის არის საჭირო ერთი რამ. ნუ გვლანძღავენ და ხელს ნუ შეგვიშლიან ამ პროცესში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისაღებია ყველა, ფორმა რომელიც მალე გამოიყვანს ნიკა მელიას და გიორგი რურუას საპატიმროდან, თუმცამოცემულ სიტუაციაში მელიას გასათავისუფლებლად ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ამნისტიაა.

„ძალიან კარგი ინიციატივაა თავდებობასთან დაკავშირებული ინიციატივა, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორი მხარის ნება და „ქართული ოცნების“ პირობებში გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას, მაგრამ მივესალმები თუ ასე მოხდება. ჩვენთვის რა თქმა უნდა, მისაღებია ყველა, ფორმა რომელიც მალე გამოიყვანს ნიკა მელიას და გიორგი რურუას საპატიმროდან. ჩვენთვის მისაღებია თავდებობა, რადგან ნაკლებ რისკებს შეიცავს, მათ შორის მორალურს. რაც შეეხება ამნისტიას, ეს არის მოცემულ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი. ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას. ამ რეალობაში ყველაზე გამოსავალი არის ამნისტია, რომელზეც პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანები თუ მხარს არ დაუჭერენ ამას, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალოიანი – მძიმე კვირებია მოსალოდნელი, ეპიდვითარება რთულდება
შემდეგი სტატიაროდის ჩაერთვებიან 18 წლამდე მოქალაქეები ვაქცინაციაში – ტიკარაძის განცხადება