მანჯგალაძე კობახიძეს: “ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს”

“მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხელისუფლება იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მოსახლეობის დაშინების გარდა, ხალხისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ,” – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე პრემიერ კობახიძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების დატოვება ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს.

მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხელისუფლება იმდენად ცუდ მდგომარეობაშია და იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, რომ საკუთარი მოსახლეობის დათრგუნვისა და დაშინების გარდა, სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია ხალხისთვის.
მე მესმის მათი ქვეცნობიერი შიშები საიდანაც მოდის, როცა 12 წელია ხალხის ძარცვის მეტი არაფერი გიკეთებია და მიზანმიმართულად უბლოკავ ქვეყანას ევროკავშირის პერსპექტივას, ბუნებრივია, გაფიქრებს შენი მდგომარეობა, რომ როცა ხელისუფლებაში აღარ იქნები, ამის გამო ხალხი პასუხს მოგთხოვს.

მივმართავ კობახიძეს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა არ ნიშნავს ცხოვრების დასასრულს. ჩვენი მიზანი არ არის საქართველოს დაყოფა და დაპირისპირება, ჩვენი მიზანი არ არის გაბრაზებული მოსახლეობას დავპირდეთ თქვენი დასჯა და განადგურება.
ჩვენ არ აგყვებით საქართველოს დაპირისპირებისა და ზიზღის რიტორიკაში.
მხოლოდ ერთიანობით გავიმარჯვებთ!
კი კეთილდღეობას ევროპასთან ერთად!
არა სიღარიბეს “ქართულ ოცნებასთან” ერთად!”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ბიძინა ივანიშვილს გაუყინეს ორი მილიარდი დოლარი
შემდეგი სტატიათუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, რა თქმა უნდა, ამას სანქციები მოჰყვება – აქუბარდია