მანჯგალაძე – კობახიძემ რომ გააკეთა, ასეთი განცხადებები კეთდება ვენესუელაში და სირიაში, სხვა ასეთი ღიად ანტიამერიკული განცხადებები რუსეთს თუ არ ჩავთვლით, სხვაგან არ მომისმენია

კობახიძემ რომ გააკეთა, ასეთი განცხადებები კეთდება ვენესუელაში და სირიაში, სხვა ასეთი ღიად ანტიამერიკული განცხადებები რუსეთს თუ არ ჩავთვლით, სხვაგან არ მომისმენია – “ქართულ ოცნებას “სურს საქართველო იყოს ივანიშვილის უკანა ეზო, ბოსტანი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება აშშ-ის ელჩის და საელჩოს შანტაჟია.

მისი თქმით, ის განცხადებები, რაც დასავლელი პარტნიორების მისამართით გაჟღერდა “ქართული ოცნებისგან”, საგანგაშოა.

“ამის გამოვლინება იყო გუშინაც აშშ- ის საელჩოსთან დაკავშირებული კობახიძის განცხადება, როცა საბოტაჟისკენ მოუწოდა მოსამართლეებს. ასეთი განცხადებები კეთდება ვენესუელაში და სირიაში, სხვა ასეთი ღიად ანტიამერიკული განცხადებები რუსეთს თუ არ ჩავთვლით, სხვაგან არ მომისმენია. „ქართული ოცნება“ ცდილობს აშშ-გან, დასავლეთისგან დისტანცირებას, რადგან აშშ და ევროკავშირი ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას, მიუკერძოებელ სასამართლოს, დაცულ სიტყვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე, არც ერთი ეს „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება, მას სურს საქართველო იყოს ივანიშვილის უკანა ეზო, ბოსტანი, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს არა ხალხი, არამედ ივანიშვილთან დაკავშირებული „კლანი”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშილუგანსკის ოლქი სინათლის, წყლისა და გაზის გარეშე დარჩა – გაიდაი
შემდეგი სტატიამოლდოვის პრემიერ-მინისტრი – შესაძლებლობების ამ ისტორიულ მომენტში მხოლოდ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ექნება მოლდოვაში „ნაცრისფერი ზონის“ შექმნის შედეგები