მანჯგალაძე – ხელისუფლებამ მოიგონა ტაქტიკა, გამოყვეს სამი რჩეული „ქოცი“ და ააღებინეს მძიმე ტვირთი, დასავლეთის „მხილება“

ხელისუფლებას ამ საუბრების გამო არ უნდა საერთაშორისო ზიანი მიიღოს და ამიტომ ტაქტიკა მოიგონეს, გამოყვეს სამი რჩეული „ქოცი“, ააღებინეს მათ მძიმე ტვირთი, დასავლეთის „მხილება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ამის უკან სხვა ინტერესი უნდა იყოს.

„სინამდვილეში, ეს სამი ადამიანი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ახმოვანებენ, მაგრამ ხელისუფლებას ამ საუბრების გამო არ უნდა საერთაშორისო ზიანი მიიღოს და ამიტომ ტაქტიკა მოიგონეს – გამოყვეს სამი რჩეული „ქოცი“, მათ ააღებინეს მძიმე ტვირთი – დასავლეთის „მხილება“
ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზიანი არ მიიღოს. ადამიანურად ვწუხვარ, როგორ უნდა დაეცე იმ დონემდე, რომ დაუპირისპირდე ევროპულ პერსპექტივას, დემოკრატიას და ამ ყველაფერს პირადი ინტერესები ანაცვალო. ამას მხოლოდ ფანატიზმის გამო არ გააკეთებდნენ. როგორც ჩანს, ამის უკან სხვა ინტერესი დგას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

წინა სტატიაშიქადაგიშვილი – ყაველაშვილის, სუბარისა და ხუნდაძის განზრახვაა, უფრო თამამი და მეტი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს
შემდეგი სტატიადეგნანი – საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია, აშშ და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს, ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე