მანჯგალაძე – კარგი იქნება, თუ ნიკა მელია გადაახტება გაბრაზებასა და პირად წყენებს

ნიკა მელიასი ადამიანურად მესმის, პრაიმერესების დიდი გამოცდილება არ არის და როცა ადამიანი არჩევნებში მარცხდება, პირადი წყენა აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, პირადი წყენები ყველამ გვერდით უნდა გადადოს.

„ყველას ვურჩევთ, რომ პირადი წყენები გვერდით გადავდოთ. ასე იყო 2014 წელსაც, როცა გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია კონკურენტები იყვნენ პრაიმერისის დროს. ჩვენ მელიასთან ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ და კარგი იქნება, თუ მელიაც გადაახტება გაბრაზებას და პირად წყენებს. კარგი იქნება, თუ ნიკა მელია პირად წყენებს დაძლევს. როგორც მოვექცევით მოქალაქეებს, ისე მოგვექცევიან. ამიტომ ამ პროცესში არათუ მოქალაქე, არამედ ყველა ლიდერი მნიშვნელოვანია, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი და ნიკა მელიაც. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ პროცესში რომელიმე ადამიანზე უარი ვთქვათ. ამ პლატფორმაზე ვინმეს ძალით შეყვანას არ ვაპირებთ. რაც შეეხება ხაბეიშვილისა და ვაშაძის ურთიერთობას, რამდენიმე შეხვედრა იყო და გარიგებას ვერ დავადასტურებ. უფრო მეტიც, იმაზე საუბარი, რომ რაღაც არაფორმალური მმართველობა არსებობს და მთავარი ბძროლის ხაზი საქართველოს გარუსებაზე კი არ გადის, არამედ ქარის წისქვილებს უნდა ვეჩხუბოთ და გოროზია და ივანიშვილი ერთნაირ პრობლენად გამოაცხადო, წარმოუდგენელია. ივანიშვილია საქართველოს ქართველების გარეშე სტრატეგიის მთავარი ავტორი, ეს ვიცი და ამ პრობლემის მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქარის წისქვილებთან ბრძოლა. ალბათ, მელიას ბრალდებებს გოროზია უპასუხებს. ნიკა მელიასი ადამიანურად მესმის, პრაიმერესების დიდი გამოცდილება არ არის და როცა ადამიანი არჩევნებში მარცხდება, პირადი წყენა აქვს. ვფიქრობ, რომ

ეს განცხადებები გამოწვეულია პირადი წყენით. პირადი წყენა ისეთია, შეიძლება, რაღაც პროცესი სხვაგვარად დაგანახოს – ფიქრობდე, საუკეთესო და შეუცდომელი ხარ, მაგრამ ბოროტი ადამიანი უნდა იპოვო და მას ყველაფერი დააბრალო, ტვირთი ამით გეხსნება. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია და არ მინდა, მელიაზე ვისაუბრო მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ისაუბრა და თქვა, ხშირად ვარ ტელევიზორში. ხშირად იმიტომ ვარ, რომ მუშაობა არ მეზარება არც მედიასთან და არც მოქალაქეებთან. როგორც ვიცი, მელია არსად წასვლას არ აპირებს. ყველა მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ყოფილი ლიდერები არ არსებობენ და კარგი იქნება, თუ მელია წყენას მალე დაივიწყებს და გამარჯვების პლატფორმაზე იქნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელია შიდა პარტიული არჩევნების ფორმატში დარჩა – აქეთ მელიას გზა და აქეთ ფულისტების.

„სინამდვილეში, საქართველოს უფრო დიდი გამოწვევა აქვს, ვიდრე შიდა პრაიმერისები. საქართველო გარუსების წინაშე დგას, რადგან ქართველები გარბიან და მათ ადგილს რუსები იკავებენ. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ

ლევან ხაბეიშვილს ვინმესთვის დაერეკა და კონსულტაცია გაევლო. იქვე ვიღებდით გადაწყვეტილებას. ლევან ხაბეიშვილი პასუხებისთვის წასული არ მინახავს, იქვე იღებებს გადაწყვეტილებებს და ამიტომ საფუძველი არ მაქვს, „ნაცმოძრაობაში“ კულუარულ მმართველობაზე ვიფიქრო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიEU მზადაა, უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ექსპორტზე “სოლიდარობის გზებით” გაიტანოს
შემდეგი სტატიაოხანაშვილი – მელიას განცხადებით დადასტურდა, რომ ვინც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ორიენტირებულია პირად კეთილდღეობაზე და არა ხალხის ინტერესებზე