მანჯგალაძე – კალაძეს და „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდა და ელექტორატის მომხრობას ცდილობენ

კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდა და მაქსიმალურად ცდილობენ, ელექტორატის მომხრობას, მათ შორის გახარიას ამომრჩევლის, რომელსაც გუნდის მოღალატეს ეძახდნენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „გიორგი გახარიას ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოროტებას ხმას არასდროს მისცემს“.

„კალაძეს, როგორც ფეხბურთელს ვიცნობ და ძალიან წარმატებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ და პატივს არ ვცემ, რადგან ხშირად ყოფილა, ერთს ლაპარაკობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს. ამიტომ არანაირ ნდობას არ იმსახურებს კალაძე. 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე ყველა უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ ოპოზიციას, ცვლილებას“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა
შემდეგი სტატიაილია მეორე – გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ, ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული