მანჯგალაძე – ის, რაც წილოსანმა თქვა, არ არის მხოლოდ მისი აზრი, ეს არის კოლექტიური „ქართული ოცნების“ აზრი

ის, რაც წილოსანმა თქვა, არ არის მხოლოდ მისი აზრი, ეს არის კოლექტიური „ქართული ოცნების“ აზრი, რომელიც ჩამოყალიბდა, როგორც ეროვნული სირცხვილის პარტია, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე, უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთისგან „თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას, ნამდვილად არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა“.

მისივე თქმით, მხოლოდ ერთი დეპუტატი რომ ფიქრობდეს ამგვარად, ეს დიდი პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა, ამას ყოველდღიურად ირიბად აჟღერებენ სხვებიც.

„ქართული ოცნება“ არ არის ქართული ოცნება, ის არის ეროვნული სირცხვილის პარტია სწორედ ამ ტიპის ნააზრევიდან გამომდინარე, რაც წილოსანმა თქვა. მათ ჰგონიათ, რომ უკრაინა უფრო მეტად მტერია საქართველოსი, ვიდრე რუსეთი. ამას აჟღერებენ ყოველდღიურად, პირდაპირ ვერ ბედავენ და აკეთებენ ამას ირიბად,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა IRI- ის მიერ უკრაინაში ჩატარებულ კვლევებს, რომლის თანახმად, საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით მეოთხე ადგილზე ასახელებენ და აღნიშნა, რომ უკრაინაში ეს აზრი შექმნა საქართველოში ჩატარებულმა „მრავალათასიანმა აქციებმა, ასევე იმ 3000- მა მებრძოლმა, რომელიც უკრაინაში იბრძვის და „არა იმან, რომ ღარიბაშვილი არ უერთდება სანქციებს“.

banner
წინა სტატიაშირუსებმა “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმი განაახლეს
შემდეგი სტატიალეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე – ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი ევაკუაციას წარმატებულ ოპერაციას უწოდებს