ირაკლი კობახიძე შეეცადა, რიგით მოვლენად გაესაღებინა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რაც არ გამოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია.
„ანგარიშში საუბარია ჟურნალისტების, მედიასთან დაკავშირებულ თემატიკაზე, ბევრი საკითხია, რომელიც წინ დაგვხვდება ევროინტეგრაციის გზაზე როგორც პრობლემა. ამის ასე გატარება, თითქოს ეს არაფერს ნიშნავს, არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა,”- განაცხადა მანჯგალაძემ.