მანჯგალაძე – გივი მიქანაძე ბოლშევიკურ სტილში საუბრობს კუდიანებზე, ხალხის მტრებზე, შეთქმულებაზე, თუმცა მტკიცებულება არ წარმოუდგენია

გივი მიქანაძე ბოლშევიკურ სტილში კუდიანებზე, ხალხის მტრებზე, რაღაც შეთქმულებაზე საუბრობს და მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ქმნიან ალიბს, რომ თავიანთი გაყალბების შემთხვევაში ყველა საჩივარი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყოს დაკავშირებული, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია არჩევნების შემდგომი არეულობისთვის ემზადება.

მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციის მასშტაბური კამპანია რომ არ ჩანს, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რადგან მმართველმა პარტიამ პანდემიის მართვა ვერ შეძლო.

„ძალიან სამწუხაროა, გივი მიქანაძე ახალგაზრდა ადამიანია პოლიტიკაში და ბოლშევიკურ სტილში საუბრობს კუდიანებზე, ხალხის მტრებზე, რაღაც შეთქმულებაზე და მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ძალიან ცუდია, რომ წინასწარ ქმნის ფონს, თითქოს აპრიორი აპირებს, ვიღაც არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას. ქმნიან ალიბს, რომ თავიანთი გაყალბების შემთხვევაში ყველა საჩივარი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყოს დაკავშირებული. ეს პოლარიზების, სიძულვილის გზაა და ჩვენ ვემიჯნებით რადიკალიზმს.

ის, რომ მასშტაბური კამპანია არ ჩანს, ეს არა ოპოზიციის ბრალი, არამედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა – ვერ მართეს კოვიდ პანდემია. ვერიდებით დიდ შეხვედრებს, კარდაკარის ჩატარებას. ასევე ოპოზიციის არ აქვს ფული, მრავალათასიანი ბანერები გამოიყენოს არჩევნების დროს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – როცა მთავრობა ხარ და შენთან დაკავშირებულ ჯგუფებს წარმოაჩენ ვითომ ნეიტრალურად, ეს არის პრობლემა
შემდეგი სტატიახვიჩია – ხალხო, არჩევნებზე მოსვლის ვერც ერთი მიზეზი რომ ვერ დაინახოთ, იცოდეთ, თუ მოხვალთ, “ტესლას” ან “პორშეს” მაინც მოიგებთ