მანჯგალაძე – გიგა ბოკერიასგან კონსულტაციების სურვილი არასდროს ყოფილა და არც ჩვენ ვგიჟდებით მასზე

გიგა ბოკერიაზე არ ვგიჟდებით, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე „ევროპული საქართველოს“ ყოფილ თავმჯდომარესთან, გიგა ბოკერიასთან კონსულტაციების შესაძლო დაწყებას.

მისი თქმით, არც გიგა ბოკერიასგან დაფიქსირებულა მსგავსი სურვილი.

„ჩვენთვის ერთიანობა მთავარი საშუალებაა, რითაც მიზანს შესაძლოა მივაღწიოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვიყავით პირველი, ვინც ერთიანობისკენ გადადგა ნაბიჯი და სხვებსაც ვუსურვებთ ერთიანობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „ასე ხდება, როდესაც პრაიმერისში გუნდი მარცხდება, ეს ჩვეულებრივი, დასავლური, ევროპული კულტურაა“.

„გიგა ბოკერიასთან კონსულტაციები არ ვიცი, მაგრამ სხვებს თუ ექნებათ სურვილი, შესაძლებელია. გიგა ბოკერიასგან ეს სურვილი არასდროს ყოფილა, ამიტომ არც ჩვენ ვგიჟდებით მასზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ვებინარს გამართავს
შემდეგი სტატიაოსტინი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის წინსვლის გამო