მანჯგალაძე – ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა იმ პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უკავშირდება

ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა იმ პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უკავშირდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ყოველდღე იმდენი ადამიანი იღუპება, რომ სპორტის სასახლეს გაავსებდა. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მოწინავეა და ეკატერინე ტიკარაძე სადაც არ უნდა წავიდეს, ეს პასუხისმგებლობა ყველგან გაჰყვება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

წინა სტატიაშიხშირად ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა არანაირი დაპირისპირება – კუჭავა ტიკარაძის გადადგომაზე
შემდეგი სტატიაკუჭავა ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე – თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი პირდაპირ უნდა ჰკითხოთ პრემიერს – მე არ განვიხილები