მანჯგალაძე – ჩვენ უნდა ვისწავლოთ სტუმრისა და რუსი პროპაგანდისტის გარჩევა

ჩვენ უნდა ვისწავლოთ სტუმრისა და რუსი პროპაგანდისტის გარჩევა. მტერს არ აქვს ეროვნება, აქცენტს აკეთებენ თითქოს სტუმართმოყვარეობაზე, ეროვნებაზე. არც სტუმართმოყვარეობის საკითხი იდგა, არც ეროვნების, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაციების დარღვევა მიუთითებს, რომ ამ პროცესში ჩართული იყო ხელისუფლებაც და ცდილობდა, მაქსიმალური კომფორტი შეექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ებრძვიან საქართველოს ინტერესებს.

„იქ წარმოდგენილი ადამიანებისგან ძალიან ბევრი ნამყოფი იყო აფხაზეთში, არალეგიტიმური საზღვრიდან. ამაზე ხელისუფლებამ დახუჭა თვალი. მაინტერესებს როგორ შემოვიდნენ და გადაადგილდებოდნენ, ასევე თუ იცოდა ხელისუფლებამ პროტესტამდე, რომ ისინი ქეიფობდნენ და არღვევდნენ რეგულაციებს. რეგულაციების დარღვევა მიუთითებს, რომ ამ პროცესში ჩართული იყო ხელისუფლებაც და ცდილობდა, მაქსიმალური კომფორტი შეექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ებრძვიან საქართველოს ინტერესებს. ნაცვლად იმისა, რომ აღენიშნათ იმისა ადამიანის დაბადების დღე, რომლის დამსახურებითაც დღევანდელი ხელისუფლება წამოსკუპებულია თანამდებობაზე, ვგულისხმობ, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ისინი დაკავებულები იყვნენ იმ პოზნერისთვის პატივისცემით, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას. ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლება ვერ ცნობს მტერსა და მოყვარეს. ასევე, მნიშვნელოვანია როგორ იცავდა პოლიცია რუს ოკუპანტებს და როგორ ექცეოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებდნენ პოზნერის ვიზიტს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგეგელია – პოზნერის ვიზიტი არის სისტემის ჩამოშლის ნათელი მაგალითი
შემდეგი სტატიაწილოსანი მაჭავარიანის გადადგომაზე – დიდი სტრესის ქვეშ ვართ