ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას ვუპასუხეთ – საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა იყო და ნაბიჯი სწორედ ერთიანობისთვის გადავდგით, – ასე უპასუხა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ნაციონალური მოძრაობის” თაობაზე დასმულ კითხვას.
მანჯგალაძის თქმით, გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსით, შეთანხმებით მოხდება და არანაირი წინააღმდეგობა ამ გზაზე არ არსებობს.
“ჩვენ კოალიცია გვჭირდება არა პარტიებს შორის, არამედ გვჭირდება კოალიცია მოქალაქეებთან, ხალხთან – მოქმედების ფაზა იქნება კოალიცია ხალხთან. ყოველ დღე დაკავებული იმით ვიქნებით, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ქალაქსა თუ სოფელში გამარჯვების ამ ახალ მოძრაობას შემოუერთდეს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.